ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერაყის ქალაქ კირკუკში 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 12 წევრი.

ერთერთი აფეთქება ირანულ სამშენებლო ობიექტზე მოხდა. ექვსი ერაყელი პოლიციელი და 12 ტერორისტი უფრო ადრე პოლიციის განყოფილებაზე მსგავსი თავდასხმის დროს დაიღუპა.

დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისთვის აიღო პაუხისმგებლობა.

კირკუკში თავდასხმები ქალაქ მოსულზე განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს მოხდა. კირკუკს "ისლამური სახელმწიფო" არ აკონტროლებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG