ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი: "ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებაა საჭირო"


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დღეს, მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნიცაში მომხდარმა კიდევ ერთხელ აჩვენა ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანების საჭიროება, განსაკუთრებით მან სირია გამოყო.

უკრაინის კონფლიქტის, ნატოს და სხვა საკითხებზე უთანხმოების და უნდობლობის მიუხედავად, კერის მოსკოვში ვიზიტის მიზანი სირიაში ანტი-ტერორისტული ოპერაციების მიღწევაა.

“დაუჯერებელი ჟლეტა” უწოდა კერიმ ნიცაში მომხდარ თავდასხმას და დასძინა, რომ სირიაში ტერორისტების დასამარცხებლად მეტი უნდა გაკეთდეს და რომ შეერთებულ შტატებს და რუსეთს განსაკუთრებით მართებთ ამაზე რეაგირება.

“მე და თქვენ, ჩვენს გუნდებთან ერთად, სახარბიელო პოზიციაში ვართ, როცა კონკრეტულად რაღაცის კეთება შეგვიძლია,” მიმართა მან რუს კოლეგას.

მოსკოვში ვიზიტისას კერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა და მას სირიის კონფლიქტზე ესაუბრა. “სერიზული და მეგობრული” უწოდა მან პუტინთან შეხვედრას, თუმცა კრემლის სპიკერის განცხადებით, ორ ლიდერს სირიაში პირდაპირ სამხედრო თანამშრომლობაზე არ უსაუბრია.

XS
SM
MD
LG