ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის შიიტურ მეჩეთში ათობით ადამიანი მოკლა


Afghanistan

Afghanistan

ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქაბულის შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელის აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 85 დაიჭრა.

ტერორისტი მლოცველებით სავსე ბაქირ ულ უსუმის მეჩეთში ცერემონიის დროს შევიდა და სხეულზე დამაგრებული ბომბი ადამიანებს შორის ააფეთქა.

ქაბულის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველა მსხვერპლი სამოქალაქო პირი იყო. პოლიციის ინფორმაციით 50-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

პრეზიდენტმა აშრაფ განიმ აფეთქება დაგმო მას ავღანეთის მტრების მიერ, ეროვნებათა შორის შუღლის ჩამოგდების მიზნით ჩადენილი აქტი უწოდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის უკისრია. თალიბების პრეს მდივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაჯგუფება ამ თავდასხმაში არ მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG