ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში 1 პოლიციელი, 3 თავდამსხმელი დაიღუპა


ავღანეთის დედაქალაქში, სასტუმროს ტერიტორიაზე თავდასხმა ერთი პოლიციელის და სამივე თავდამსხმელის სიკვდილით დასრულდა.

ქაბულის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ერთი თვითმკვლელი ამფეთქებელი მაშინ დაიღუპა, როცა ქაბულის აეროპორტის აღმოსავლეთ მხარეს, სასტუმრო „ნორტგეით“-ის უსაფრთხოების კედლის გარეთ, ასაფეთქებელი მასალით სავსე სატვირთო ავტომობილი ააფეთქა.

ამ სასტუმროში უცხოელი კონტრაქტორები, მათ შორის, ამერიკელები ცხოვრობენ.

პოლიციის ცნობით, კიდევ ორმა თავდამსხმელმა სასტუმროში შესვლა სცადა, მაგრამ პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა და ისინი ახლომდებარე ნაგებობას შეეფარნენ. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების დროს თავდამსხმელები მოკლეს. სროლის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG