ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ჰოსპიტალზე მიტანილ იერიშში 30 ადამიანი დაიღუპა


ქაბულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ავღანეთის ყველაზე დიდ სამხედრო კლინიკას შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 400 საწოლიან ჰოსპიტალში სულ ცოტა, 30 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.

თავდამსხმელებმა იერიში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ შესასვლელში მოწყობილი მანქანის აფეთქებით დაიწყეს და შემდეგ ხელყუმბარებით და ავტომატური იარაღით სროლა ატეხეს. უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე საათიანი ალყის შემდეგ, თავდამსხმელები მოკლეს და ჰოსპიტალი გაათავისუფლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

XS
SM
MD
LG