ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხომალდ “ჯუნოს” 20 თვიანი მისია დაიწყო


კალიფორნიის ქალაქ პასადენაში იუპიტერის ორბიტაზე ხომალდ “ჯუნოს” 20 თვიანი მისიის დაწყებას ზეიმობენ. ნასას წარმომადგენლები აცხადებენ, იუპიტერის ორბიტაში ხომალდმა ჯუნომ დაბრკოლებების გარეშე შეაღწია.

“ჯუნო” სამეცნიერო ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი, რომლებმაც იუპიტერის სქელი ღრუბლების ქვეშ მისი ტურბულენტური ატმოსფერო, გრავიტაცია და მაგნიტური ველი უნდა შეისწავლოს.

სამეცნიერო აღჭურვილობასთან ერთად ხომალდზე განთავსებულია ვიდეო კამერა - ჯუნოკამი, რომელმაც ნასაში უკვე გააგზავნა იუპიტერის ვიდეო. ნასაში აცხადებენ, რომ ჯუნიკამის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა საჯარო იქნება.

XS
SM
MD
LG