ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯუნომ" იუპიტერის პირველი ფოტო გამოაგზავნა


ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის სააგეტოს - იგივე ნასას - ხომალდმა “ჯუნომ” იუპიტერიდან პირველი ფოტო გამოგზავნა.

ნასამ იუპიტერის ფოტო სამშაბათს გამოაქვეყნა, რომელზეც იუპიტერის სამი ყველაზე დიდი მთვარე - იო, ევროპა და განიმიდი - ჩანს.

ხუთწლიანი მგზავრობის შემდეგ, “ჯუნო” იუპიტერის ორბიტაში, რომელიც დედამიწიდან 2.8 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, გასულ კვირას შევიდა. ორბიტაში შესვლის პროცესში ნასას მეცნიერებმა ხომალდზე არსებული აპარატურა სპეციალურად გამორთეს მათი ექსტრემალური რადიაციისგან დასაცავად.

“ჯუნო” იუპიტერზე 20 თვე დარჩება. ეს მზის სისტემის ზომით მეხუთე პლანეტაა. ნასა იმედოვნებს, რომ ძირითადად აირებისგან შემდგარ პლანეტაზე მყარ ზედაპირს იპოვის და ამასთან, მზის სისტემის შექმინის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოიპოვებს.

XS
SM
MD
LG