ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევრო-კომისიის ლიდერმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპის კავშირში სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მიმართა.

იუნკერმა ევროპის ქვეყნებში ლტოლვილების მიგრაციაზე და მზარდ ნაციონალიზმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ძალისხმევაა საჭირო.

იუნკერმა ევროპის კავშირის ქვეყნებს ერთობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ევროპის ინტეგრაცია ნაციონალურ ინტერესებს არ უნდა შეეწიროს.

იუნკერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის კავშირი მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებს ბრიტანეთთან, მაგრამ ბრიტანეთს ევროპის ბაზარზე იგივე წევრი ქვეყნების მსგავსი უპირატესობის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG