ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

30 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა სახელმწიფო მდივნის მომავალი ტურნის დეტალები და მიმოიხილა აშშ-ის პირველი დიპლომატის მოგზაურობა სამ ქვეყანაში:

კირბიმ, კერძოდ აღნიშნა, რომ 2016 წლის 6 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისში ჩავა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. "ორმხრივი დისკუსია მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მხარდაჭერასა და ოქტომბრის არჩევნების წარმატებით ჩატარებას შეეხება"-თქვა მან. სახელმწიფო მდივანი თანათავმჯდომარის რანგში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის გეგმიურ შეხვედრასაც დაესწრება, შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მრგველაშვილს და საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ამის შემდეგ, ჯონ კერი გაემგზავრება კიევში, სადაც პრეზიდენტ პოროშენკოს, პრემიერ-მინისტრ გროისმანსა და უკრაინის სხვა ლიდერებს შეხვდება. სპიკერმა კირბიმ აღნიშნა, რომ შეხვედრებისას მხარეები რეფორმების პროგრესს, მინსკის შეთანხმებების განხორციელებასა და სხვა საკითხებს განიხილავენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯონ კერი ვიზიტს ვარშავაში დაასრულებს, სადაც სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ ობამასთან ერთად პოლონეთის დედაქალაქში ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრას დაესწრება. იქ ის ნატოელ კოლეგებსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ნატოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და ალიანსის აღმოსავლეთსა და სამხრეთში სტაბილურობის გამტკიცებისკენ მიმართული მეტი ძალისხმევის შესახებ ისაუბრებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG