ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი თბილისში ჩავიდა


6 ივლისი, 2016
6 ივლისი, 2016

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი დიპლომატი თბილისში იმყოფება.

დღეს სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა ქართველ ლიდერებთან და თანათავმჯდომარეობდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისისიის სხდომას. ჯონ კერიმ ამასთან ხელი მოაწერა მემორანდუმს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამხედრო ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

"პატივს ვცემთ საქართველოს მისწრაფებებს ევროპისკენ და თქვენს სურვილს დასავლეთთან ითანამშრომლოთ," -აღნიშნა კერიმ

მანვე, თავის გამოსვლაში „ლაკმუსის ტესტი“ უწოდა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო გარემო და მედია ზეწოლისგან თავისუფალი იქნება.

ამერიკელი დიპლომატი ხვალ კიევში გამართავს შეხვედრებს სანამ პარასკევს, პრეზიდენტ ობამასთან ერთად ვარშავაში, ნატოს სამიტში მიიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG