ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი კვირიკაშვილი ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრიკაშვილის განცხადებით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარებაზე ისაუბრეს.
„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის გასულ 25 წელზე, ეს გახლდათ 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის შემდეგ 25 წელზე, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა მომავალში" - აღნიშნა ქართველმა ლიდერმა.
პრემიერის ინფორმაციით, დიალოგი საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობასაც შეეხო.
„ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ გავაფართოვოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, როგორ გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და სიღრმე. ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და საინტერესო დიალოგი შედგა. ვისაუბრეთ საქართველოში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
XS
SM
MD
LG