ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრობლემები ფუკუშიმას ელექტროსადგურზე


ფუკუშიმას რეაქტორს გამაგრილებელი სისტემისთვის დენის მიწოდება შეუწყდა

იაპონიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაზიანებულ ფუკუშიმა დაიჩის ბირთვული ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა. ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის თუ რამ გამოიწვია რეაქტორის გამაგრილებელი სისტემისთვის დენის მიწოდების შეწყვეტა.

ტოკიოს ელექტრო ენერგიის კომპანია ტეპკოს განცხადებით, დენის მიწოდება იმ აპარატურას შეუწყდა, რომელიც რეაქტორის გასაგრილებლად წყალს ქაჩავდა. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია პირველი რეაქტორისთვის დენის მიწოდება. ხოლო მე-3 და მე-4 რეაქტორბიც რამდენიმე საათში აღრგება.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გამოძიება გრძელდება.
XS
SM
MD
LG