ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია ბანგლადეშში დაღუპულებს გლოვობს


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დღეს ღრმა მწუხარება გამოთქვა ბანგლადეშში რესტორანზე თავდასხმისას დაღუპული 7 იაპონელის გამო. მათი ცხედრები დღეს სამშობლოში ჩაასვენეს. შაბათს, დაკაში მომხდარი თავდასხმისას 22 ადამიანი დაიღუპა.

საგარეო საქმეთა მინისტრმაპირობა დადო, რომ იაპონია აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ბანგლადეშში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. თავდასხმების სამიზნე სეკულარული ბლოგერები, ათეისტები და რელიგიური უმცირესობები არიან. თავდასხმების დიდ ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ინდოეთის ქვეკონტინენტის განშტოებამ აიღო. მისი ლიდერი ასიმ უმარი შეერთებულმა შტატებმა გლობალური ტერორსიტების სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG