ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ ტელევიზიით ხალხს მიმართა რათა ეთქვა, რომ ის უკვე ძალიან ხანდაზმული და უმწეო ხდება იმისთვის, რომ თავისი მოვალეობები შეასრულოს.

როგორც იუწყებიან, 82 წლის იმპერატორის ჯანმრთელობა უარესდება. ბოლო წლებში მას გულის ოპერაცია გაუკეთეს, ბრონქიტი აქვს და პროსტატის კიბოზე უმკურნალეს.

იმპერატორს ტახტზე უბრალოდ უარის თქმა არ შეუძლია, რადგან 1947 წელს მიღებული, საიმპერატორო კარის კანონი ამბობს, რომ ტახტის გადაცემა მხოლოდ იმპერატორის სიკვდილის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG