ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანეტ რენო, პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც ქვეყნის გენერალური პროკურორი გახდა. 78 წლის იურისტის სიკვდილის მიზეზი პარკინსონის დაავადების გართულებები გახდა.

ჯანეტ რენო ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორად პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წარადგინა. მან პოსტზე 8 წელი დაჰყო, 1993 წლიდან 2001-მდე. მანამდე ის ფლორიდის შტატშიც პირველი ქალი იყო, რომელსაც ქალაქ მაიამის გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG