ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეიმს კომის სენატში არჩევნების დროს რუსეთის მონაწილეობის შესახებ კითხავენ


გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი

დღეს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ ჯეიმს კომი, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე, დახურულ სესიაზე ჩვენებას იძლევა. ეს ჩვენება, 2016 წლის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის საქმიანობის გამოძიების ნაწილია.

კომიმ სენატის იურიდიულ კომიტეტს გუშინ უთხრა - იმის გაფიქრება, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატ ჰილარი კლინტონის საქმეზე გამოძიების განახლებით, მისმა სააგენტომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე გავლენა იქონია, მასში „გულისრევის შეგრძნებას“ იწვევს.

კომიმ პანელს უთხრა, რომ ახალი გამოძიების დაწყების გამხელის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მისთვის უაღრესად რთული იყო. მას შემდეგ, რაც კონგრესი დაარწმუნა, რომ გამოძიება უკვე დამთავრებული იყო, ახალი გამოძიების დამალვა „კატასტროფული“ იქნებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG