ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალია და ალბანეთი მიგრანტების საკითხზე შეთანხმდნენ


ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალბანეთსა და იტალიას შორის მიგრანტების საკითხზე შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ალბანეთი ნებისმიერ საჭირო დროს, 3,000 მიგრანტს მიიღებს. იტალია ქვეყანაში ორ მიმღებ ცენტრს შექმნის.

ეს სქემა არის პირველი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა იღებს მიგრანტებს ევროკავშირის სახელით და ბლოკის მასშტაბით არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვის გეგმაში ერთვება.

„მხარეები თანხმდებიან, რომ იმ მიგრანტების საერთო რიცხვი, რომლებიც ერთდროულად იმყოფებიან ალბანეთის ტერიტორიაზე, არ შეიძლება იყოს 3,000-ზე მეტი“, - ნათქვამია იტალიურ-ალბანურ შეთანხმებაში.

წელს იტალიაში ზღვით 145,000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ეს მაჩვენებელი მკვეთრადაა გაზრდილი 2022 წელთან შედარებით. იტალიის პრემიერ- მინისტრ ჯორჯია მელონის მემარჯვენე მთავრობას სურს, რომ მიგრანტების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს.

ორშაბათს ამ შეთანხმების თაობაზე გამოცხადებისას, მელონიმ თქვა, რომ წელიწადში დაახლოებით 36,000 მიგრანტი შეძლებს მოხვდეს ალბანურ ბანაკებში, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს იტალია თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვას.

მელონიმ თქვა, რომ ამ ძალისხმევის მიზანია, ქვეყანამ შეძლოს საქმეების 28 დღის განმავლობაში შემოწმება. ექსპერტებმა კი ფიქრობენ, რომ მიუხედავად მთავრობის მცდელობისა გაამარტივოს პროცედურები, არსებობს გარკვეული პრობლემები, რაც ასეთ სწრაფ დროში აპლიკაციების განხილვას ხელს უშლის.

ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ წარუმატებელი განმცხადებლების რეპატრიაცია რთულია. წელს, იტალიამ 4,000-ზე ნაკლები ადამიანი დააბრუნა თავის სამშბოლოში.

XS
SM
MD
LG