ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, ოთხშაბათს მომხდარმა მიწისძვრამ სულ მცირე 247 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 360-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

პრემიერ მინისტრმა მატეო რენზიმ დაზარალებულ რაიონებს შვეულმფრენით შემოუფრინა. ინფრასტრუქტურის მინისტრთან და სამოქალაქო დაცვის სააგენტოს უფროსთან საუბრის წინ მაშველებს და მოხალისეებს შეხვდა.

მან ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა და თქვა: „ახლა ლაპარაკის დრო არ არის“. მანამდე პრემიერმა განაცხადა, რომ არცერთი ოჯახი, ქალაქი და დასახლებული პუნქტი დახმარების გარეშე არ დარჩება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG