ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცენტრალურ იტალიაში ძლიერმა მიწისძვრამ სულ ცოტა 60 ადამიანი იმსხვერპლა


იტალიაში მომხდარმა მიწისძვრამ ეპიცენტრის გარშემო სამ ქალაქში დიდი ზიანი გამოიწვია და იტალიური მედიის არაოფიციალური ცნობით სულ მცირე 73 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, იმსხვერპლა.

შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის ეპიცენტრში, ქალაქ ნორჩიადან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით, ბიძგებს 6.2 ბალი მიანიჭა.

რყევა უმბრიის რეგიონის დიდ ნაწილში იგრძნობოდა, მათ შორის 150 კილომეტრით დაშორებულ დედაქალაქ რომშიც.

„ანსა“ ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, მხოლოდ ამატრიჩში 35 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG