ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრის შედეგად იტალიაში 15,000 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ


მწინდა ბენედიქტეს ბაზილიკა, ნორჩა

მწინდა ბენედიქტეს ბაზილიკა, ნორჩა

იტალიის მთავრობა განაგრძობს 30 ოქტომბრის მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვას. 30 ოქტომბერს იტალიის ქალაქ ნორჩაში 6,6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობა დაზიანდა. მათ შორის მე-14 საუკუნის წმინდა ბენედიქტეს ბაზილიკა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენზის თქმით მთავრობა დაეხმარება ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს. მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 15,000 ადამიანი დარჩა საცხოვრებლის გარეშე.

XS
SM
MD
LG