ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: "ისრაელი-პალესტინელთა კონფლიქტი კარნახით არ უნდა გადაწყდეს"


„ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ მათი საქმეა“ - ასეთია თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია.

ისრაელის პრემიერ მინისტრის ვიზიტამდეც ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ ამ ორ მხარეს შორის შეთანხმებით არის შესაძლებელი და ის არ უნდა იყოს „გარედან ნაკარნახევი“ მათ შორის არც ამერიკის მხრიდან.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას შეძლებს, მაგრამ ახლა ეს საკითხი ახალი ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტებს შორის ნამდვილად არაა.

ისრაელსა და პალესტინელთა შორის ბოლოს მოლაპარაკებები 3 წლის წინ მიმდინარეობდა და ის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

XS
SM
MD
LG