ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს უარყოფს


სირიამ გამოაცხადა, რომ ისრაელის ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო და მეორე დააზიანა.

თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ დღეს დილით, სირიაში რამდენიმე სამიზნეზე იერიშის მიტანის შემდეგ, მისი ყველა თვითმფრინავი უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა.

ისრაელს სამიზნეები არ დაუსახელებია, მაგრამ სირიის ცნობით, ისრაელმა იერიში, პალმირას მახლობლად, სამხედრო ობიექტზე მიიტანა. დამასკომ ამას აგრესიის აქტი უწოდა, რომელიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ დაეხმარა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და საკუთარი განცხადებით, ოპერაციის ჩატარების ფაქტი აღიარა.

ისრაელი ასეთ ქმედებაზე ოფიციალურ კომენტარებს იშვიათად აკეთებს.

XS
SM
MD
LG