ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიაში "ისლამური სახელმწიფოს" ორი წევრი გაასამართლეს


ნორვეგიაში ორი მამაკაცი დააპატიმრეს, რომლებიც დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოში” 2014 წლის აგვისტოში გაწევრიანდნენ.

ოსლოს სასამართლომ 46 წლის ჰასან აჰმედს, რომელიც პაკისტანელი ნორვეგიელია, ექვს წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მეორე ისლამისტი ადამ იდისოვიჩ მაჰამედოვია. ის 23 წლის ჩეჩენია. პროკურატურის მოთხოვნის თანახმად, სასამართლომ მას პატიმრობა ექვსი წლით და ექვსი თვით მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მათ “მკაფიო და მიზანმიმართული გეგმა” ჰქონდათ “ორგანიზაციის ტერორისტულ საქმიანობაში მიეღოთ მონაწილეობა.”

XS
SM
MD
LG