ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ავიადარტყმამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს პრეს-სპიკერი გაანადგურა


შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ავიადარტყმამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს პრეს-სპიკერი გაანადგურა.

პენტაგონი აცხადებს, რომ გასულ თვეში საჰაერო იერიშის შედეგად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს პრეს -სპიკერის და მთავარი სტრატეგის განადგურება დასტურდება.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-მდივანმა პიტერ კუკმა თქვა, რომ სირიაში, ალ ბაბის მახლობლად, აბუ მუჰამად ალ-ადნანის წინააღმდეგ 30 აგვისტოს განხორციელებული საჰაერო იერიში ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე იერიშს შორის, რომელმაც შეიარაღებული დაჯგუფების ქმედუნარიანობა დააზარალა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG