ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ისლამური სახელმწიფო” მოსულისთვის ბრძოლას არ წყვეტს


დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” მოსულისთვის ბრძოლაში თავშესაფრად ადგილობრივ მოსახლეობას იყენებს, როგორც დამკვირვებლები ამბობენ, დაჯგუფება მოსულის მომდებარე სოფლებიდან სამშვიდობო მოსახლეობის გატაცებას განაგრძობს.

ოპერაციაში, რომლის მიზანიც ქალაქიდან დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების განდევნაა, ერაყის შეიარაღებული ძალები, ქურთი მებრძოლები, შიიტი და სუნიტი გასამხედროებული დანაყოფები მონაწილეობენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით მოსული 10 000-მდე ადამიანმა უკვე დატოვა. გაეროს ვარაუდით მოსულს 200 000 ადამიანი დატოვებს. ადამიანის უფლებადამცველები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მოსულისთვის მებრძოლი ქურთი სამხედროები მოსულიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ მამაკაცებს და მოზარდებს.

ქალაქ მოსულისთვის დაწყებული მასშტაბური იერიში უკვე მეორე კვირაა გრძელდება.

XS
SM
MD
LG