ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ის თავს „კავკასიელ აბდულა“-ს უწოდებს. ღია ფერის კანით, ჟღალი თმით, გრძელი წვერით და ოქროსკბილებიანი ღიმილით, სამხედრო სტილის სამოსიან აბდულას ხელში შაშხანა უკავია და ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს ნახევარსაათიან პროპაგანდისტულ ვიდეორგოლში აზერბაიჯანულ ენაზე ლაპარაკობს. მისი მონოლოგი რუსულად არის გადათარგმნილი ეკრანზე სუბტიტრებით იწერება. ის აზერბაიჯანის მთავრობას და იმ მუსლიმ ლიდერებს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფო“-ს ეწინააღმდეგებიან, დედამიწაზე ჯოჯოხეთს ჰპირდება.

ეს ვიდეორგოლი განსხვავდება სხვა ჯიჰადისტური ვიდეოებისგან, რომელსაც ორგანიზაციის რუსულენოვანი პროპაგანდისტული ჯგუფი ამზადებს. „კავკასიელი აბდულა“ თავის მონათესავე, კავკასიის ახალგაზრდა მუსლიმებს მიმართავს, თუმცა მისი ლაპარაკი უფრო თავისი ამბის მოყოლაა, ვიდრე მოქმედებისკენ პირდაპირი მოწოდება.

მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ეს ვიდეო საჯარო პლატფორმიდან მოეცილებინათ, ჯიჰადისტების ფორუმებზე და სოციალური მედიის ჯგუფებში ის კვლავ ჩნდება და ყველაზე პოპულარულ რუსულენოვან პროპაგანდისტულ ვიდეოდ ითვლება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG