ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში ახალ სტრატეგიას მიმართავს


ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავებული მებრძოლები ნანგაჰარის პროვინციაში
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავებული მებრძოლები ნანგაჰარის პროვინციაში

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქაბულში მოწყობილ თავდასხმას, რომელსაც ამ კვირაში 30 ადამიანი ემსხვერპლა, ძველი თავდასხმებისგან განსხვავებული სტრატეგია ჰქონდა.

გასულ წელს, ქაბულში, შიიტი უმცირესობის პროტესტის დროს მომხდარი თავდასხმა უფრო მარტივი იყო. ხალხის დიდი ჯგუფების შეკრებები, თვითმკვლელი ტერორისტებისთვის ადვილი სამიზნეა.

ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალზე, სადაც უსაფრთხოების ზომები ისეთი მკაცრია, რომ ლითონის დეტექტორების გავლის გარეშე ვერავინ შევა, თავდასხმის განხორციელება ადგილის უფრო მრავალმხრივი დაზვერვის და წინასწარი დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დაჯგუფებას რთული, დაზვერვაზე დაფუძნებული ოპერაციების ჩატარების უნარი აქვს.

XS
SM
MD
LG