ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირლანდიაში გეების ქორწინების კანონი ძალაში შევიდა


მას შემდეგ, რაც ჰომოსექსუალთა ქორწინებას ხმა ქვეყნის მოსახლეობის 62-მა პროცენტმა მისცა, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევიდა და კანონპროექტმა პრეზიდენტის ოფისში გადაინაცვლა.

ირლანდიაში 6 თვის წინ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, გეების ქორწინება კანონის ძალას იძენს. ირლანდია, კათოლიციზმის ტრადიციების მქონე ქვეყნებს შორის პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც კანონი რეფერენდუმის საფუძველზე მიიღო.

მას შემდეგ, რაც ჰომოსექსუალთა ქორწინებას ხმა ქვეყნის მოსახლეობის 62-მა პროცენტმა მისცა, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევიდა და კანონპროექტმა პრეზიდენტის ოფისში გადაინაცვლა. ირლანდიის პრეზიდენტის მაიკლ ჰიგინსის პრესცენტრის განცხადებით, დადგენილებამ საბოლოოდ კანონის ძალა მიიღო და ქორწინების ოფიციალური გაფორმების პროცესის დაწყება დაახლოებით ერთ თვეში გახდება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG