ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის სპეციალურმა დანაყოფებმა მოსულის გოჯალის უბანს შეუტიეს


შეტევა მოსულზე

შეტევა მოსულზე

ერაყის სპეციალურმა დანაყოფმა ისლამური სახელმწიფოს საყრდენ ქალაქზე, მოსულზე შეტევა დაიწყო. გენერალ სამი ალ-არიდის თქმით, შეირაღებული ძალები სამშაბათ დილით შევიდნენ მოსულის გოჯალის ნაწილში, სადაც მათ ისლამური სახელწმიფოს ძალებთან მძლავრი შეტაკებები მოუხდათ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს სპეციალური ბარიერი აქვთ აღმართული რათა მოწინააღმდეგეს დაბრკოლებები შეუქმნან.

შეტევას მოსულის გოჯალის ნაწილზე წინ უძღვოდა საჰაერო დაბომბვა, რაზეც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ანტი-სატანკო რაკეტებით უპასუხეს.

შეტევა მოსულზე ერაყელი და ქურთი ძალების მხრიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპერაციაა ქვეყანაში 2003 წლის შემდეგ და ქალაქის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან განთავისუფლებას ისახავს მიზნად. ოპერაცია ორი კვირის წინ დაიწყო.

XS
SM
MD
LG