ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი ირანს დახმარებას უწევს


ერაყი ირანს კონტრაბანდული ნავთობის გაყიდვაში და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გავლის გარეშე ფინანსური ოპერაციების ჩატარებაში ეხმარება

პრესტიჟული ამერიკული გაზეთი ნიუ იორკ ტაიმსი იტყობინება, რომ ერაყი ირანს ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

გაზეთი იუწყება, რომ ერაყი ირანს კონტრაბანდული ნავთობის გაყიდვაში და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გავლის გარეშე ფინანსური ოპერაციების ჩატარებაში ეხმარება.

ივლისში ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბაღდადში დაფუძნებულ ელაფის ისლამურ ბანკს ამერიკულ საბანკო სისტემასთან თანამშრომლობა აუკრძალა. ობამას განცხადებით: ''ერაყულმა ბანკმა „ირანულ ბანკებს მილიონობით დოლარის ოდენობის ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება მისცა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ ირანი ამ საბანკო ოპერაციებს ბირთვული პროგრამის დასაფინანსებლად იყენებს.“
XS
SM
MD
LG