ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ძალები მოსულის დასავლეთით სამთავრობო შენობებს აკონტროლებენ


ერაყის უსაფრთხოების ძალები მოსულის აღმოსავლეთში. 6 მარტი, 2017 წ.

ერაყის უსაფრთხოების ძალები მოსულის აღმოსავლეთში. 6 მარტი, 2017 წ.

სახელმწიფო არმიის ქვედანაყოფებმა დღეს ერაყის ქალაქ მოსულის დასავლეთში მდებარე სამთავრობო შენობები დაიკავეს. ისინი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსგან” გათავისუფლებულია, აცხადებენ ერაყის ოფიციალური წყაროები.

მასშტაბურ შეტევას საჰაერო იერიშებით შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია უზრუნველყოფს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ მოსულის უმეტეს ნაწილს ჯერ კიდევ დაჯგუფება აკონტროლებს. “ისლამურმა სახელმწიფომ” ის თითქმის 3 წლის წინ დაიპყრო და მას შემდეგ ფლობს როგორც სირიის ტერიტორიებს, ასევე ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში მდებარე მიწებს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG