ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: ე.წ. „ისლამური სახელმწიფო" მოსულში ალყაშია მოქცეული


ამერიკელი და ერაყელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ დასავლეთ მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. მთავრობის მომხრე ძალებმა შეიარაღებული ჯგუფი კიდევ უფრო შეავიწროვა და გაქცევის შესაძლო გზებიც გადაუკეტა.

გენერალ მაიორი მაან ალ-საადი ამბობს, რომ დაახლოებით ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის უსაფრთხოების ძალები უკვე დასავლეთ მოსულის მესამედზე მეტს აკონტროლებს.

კვირას, ერაყის ძალებმა მოსულისკენ მიმავალი ბოლო გზა ჩაიგდეს ხელში. შეერთებული შტატების დესპანმა, ბრეტ მაკგურკმა განაცხადა, რომ ამჟამად ე.წ. „ისლამური სახელმწიფო ალყაშია მომწყვდეული.

XS
SM
MD
LG