ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ძალები, ქალაქ მოსულის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ უბნებში შევიდა


შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი, ერაყის უსაფრთხოების ძალები ქალაქ მოსულის მთავარ აეროპორტში შევიდა, რომელიც ექსტრემისტული , ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი გამაგრებული წერტილია.

უსაფრთხოების ძალებმა, სადაც სწრაფი რეაგირების ჯგუფები, ფედერალური პოლიცია და კონტრ-ტერორიზმის ქვედანაყოფებიც შედიოდა, დღეს დილით ამ ობიექტზე და მის სიახლოვეს განლაგებულ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. როიტერის სააგენტო იუწყება, რომ ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, სწრაფი რეაგირების ძალები და ფედერალური პოლიცია „მოსულის აეროპორტს სრულად აკონტროლებენ.“

აეროპორტზე და სამხედრო ბაზაზე დღეს განხორციელებული იერიში იმ დიდი ოპერაციის ნაწილია, რომელიც მოსულის დასავლეთ ნაწილიდან, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ გასაძევებლად კვირას დაიწყო.

XS
SM
MD
LG