ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ძალები ქალაქ მოსულს აღმოსავლეთიდან უტევენ


გრძელდება იერიშები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებული ქალაქ მოსულის დაბრუნების მიზნით. დღეს ერაყის ძალებმა შეტევები მოსულის აღმოსავლეთით, ბარტელას დასახლებასთან განახორციელეს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქისთვის დაწყებული მასშტაბური კონტრიერიში უკვე მეორე კვირაა გრძელდება.

ბარტელა მოსულიდან სულ 15 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ერაყის ძალები ქურთ მებრძოლებთან ერთად მოსულის მიმართულებით სამხრეთიდანაც გადაადგილდებიან. ბრეტ მაკგურკი აცხადებს, რომ „ჯერჯერობით ყველა მიზანი მიღწეულია“. ის შეერთებული შტატების საგანგებო დესპანია დაჯგუფების წინააღმდეგ ამერიკის ლიდერობით მებრძოლ საერთაშორისო კოალიციაში.

XS
SM
MD
LG