ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის სამთავრობო ძალები და ქურთი მებრძოლები იტყობინებიან, რომ მათ ქალაქ მოსულის მახლობლად მდებარე რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს. ორშაბათს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებული ქალაქ მოსულის გათავისუფლების მიზნით, ერაყში მასშტაბური შეტევა დაიწყო.

ოპერაციას ორი დღეა ჰაერიდან წარმოებული იერიშებით ზურგს ამერიკის წინამძღოლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია უმაგრებს. ჯერჯერობით, უშუალოდ ქალაქ მოსულში ბრძოლები არ დაწყებულა. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი ამბობს, რომ შეტევის პირველ დღეს დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის დაბრუნება შეძლეს. მისი განცხადებით, “მოსული გათავისუფლდება” და ქურთი მებრძოლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი მოსული სირიის ქალაქ ალეპოს არ დაემსგავსოს.

XS
SM
MD
LG