ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიწყო „გრძელი და რთული“ ბრძოლა ქ. მოსულისთვის


ერაყის ჯარებმა დღეს ქალაქ მოსულისთვის ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური იერიში წამოიწყეს. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

ოპერაციაში მონაწილეობენ ქურთი მებრძოლები, ფედერალური პოლიცია, სუნიტი და შიიტი გასამხედროებული ძალები. საჰაერო იერიშებს შეერთებული შტატების წინამძღოლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია ახორციელებს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ეშ კარტერი ამბობს, რომ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტი დადგა. საერთაშორისო კოალიციის მეთაური, ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი სტივენ თაუნსენდი ამბობს, რომ მოსულის დაბრუნებას სულ ცოტა რამდენიმე კვირა დასჭირდება. „ეს შესაძლოა გრძელი და რთული ბრძოლა იყოს, მაგრამ ერაყელები მისთვის მზად არიან და ჩვენც მათ გვერდში ვდგავართ“ - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG