ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ბაღდადის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში მოწყობილი თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 35 ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმა რამდენიმე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ კოორდინირებული იერიში იყო. თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და ნაღმტყორცნები იქნა გამოყენებული.

თავდასხმა ბალადის სალოცავში, რომელიც ბაღდადიდან ჩრდილოეთით 75 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ცეცხლსასროლი იარაღითა და ნაღმტყორცნებით დაიწყეს. მოგვიანებით კი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სალოცავთან ახლოს მდებარე ბაზარში აიფეთქა.

XS
SM
MD
LG