ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს


თეირანმა სხვადასხვა ბანკების და კომპანიების დახმარებით სანქციებიდან თავის დაღწევა ვერ უნდა შეძლოს

შეერთებული შტატები ირანის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს, რათა თეირანმა სხვადასხვა ბანკების და კომპანიების დახმარებით სანქციებიდან თავის დაღწევა ვერ შეძლოს.

ხაზინის დეპარტამენტში ტერორისტთა ფინანსების მდივნის თანაშემწე დევიდ კოენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს ირანზე ზეწოლას, რადგან მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს.

აშშ-ის მთავრობის წევრები, ასევე, ასახელებენ იმ კომპანიებს, რომელთა დახმარებითაც ირანის მთავრობა სანქციებს თავის არიდებს და ნავთობის ვაჭრობისთვის იყენებს.

ახალი სანქციებით, ირანს გაეყინება ანგარიშები შეერთებულ შტატებში და ამერიკელ მოქალაქეებს ირანულ კომპნიებთან ერთად ბიზნესის წარმოება აეკრძალებათ.




ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG