ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი თურქეთს სირიაში ოპერაციის შეწყვეტას სთხოვს


ირანი თურქეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო ოპერაციები ჩრდილოეთ სირიაში, რადგან თურქეთის მოქმედებები მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას იწვევს.

ანკარამ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იერიშების ახალი სერია გასულ კვირას დაიწყო. თურქეთის ჯარი საბრძოლო მოქმედებებს ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგაც ახორციელებს. ქურთულ დაჯგუფებებს თურქეთის მთავრობა ქურთისტანის მუშათა პარტიის მოკავშირეებად მიიჩნევს.

ქურთებსა და თურქებს შორის სამხედრო დაპირისპირება სირიაში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ირანი, რუსეთი და ლიბანში დაფუძნებული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს, ამერიკა და სხვა დასავლური ქვეყნები კი მის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფებს უწევენ დახმარებას.

XS
SM
MD
LG