ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა


ჩრდილოეთ ირანში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

ჩრდილოეთ ირანში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

41 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა ირანში მატარებლების შეჯახების შედეგად. ინციდენტი სემნანის პროვინციაში - თეირანს და მაშადს შორის გამავალ მთავარ სარკინიგზო მაგისტრალზე მოხდა. სამგზავრო მატარებელი, სადგურზე გაჩერებულ, საპირისპირო მიმართულებით მიმავალ მატარებელს შეეჯახა. ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

ირანში ყოველწლიურად დაახლოებით 17,000 ადამიანი იღუპება საგზაო ინციდენტებში. ინციდენტების ასეთი მაღალი რაოდენობა გამოწვეულია იმით, რომ მძღოლები არ იცავენ საგზაო წესებს, გადასაადგილებლად ძველი სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება და უსაფრთხოების ზომები ხშირ შემთხვევაში დაცული არ არის.

XS
SM
MD
LG