ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მთავრობის ცნობით, თეირანში ტერორისტული თავდასხმები აღკვეთეს


ირანის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თეირანში დაგეგმილი “ყველაზე მასშტაბური ტერორისტული შეთქმულება” აღკვეთა, ამ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის უსაფრთხოების სამსახურმა დაჯგუფება თაქფირისმიერ დაგეგმილი რამდენიმე აფეთქება აღკვეთა.თაქფირი შეურაცხმყოფელი სიტყვაა და იმ მუსლიმების აღსაწერად გამოიყენება, რომლებსაც ურწმუნოებაში ადანაშაულებენ.

“უახლოეს დღეებში რამდენიმე აფეთქება იგეგმებოდა. ტერორისტები დაკავებულები არიან და ამოღებულია დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება,” აცხადებს ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი შამხანი.

XS
SM
MD
LG