ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ირანს სანქციებს უწესებს


შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ირანთან მიმართებით პირველ მკაცრ ნაბიჯებს დგამს და თეირანის ბალისტიკურ პროგრამასთან დაკავშირებულ 13 პირს და 12 ორგანიზაციას სანქციას უწესებს.

ამ ორგანიზაციებს შორისაა ირანის მხარდამჭერი ქსელი ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები ასევე დაუწესდა ირანის რევოლუციურ გვარდიასთან და ტერორისტულ დაჯგუფება ჰეზბოლასთან დაახლოებულ პირებს.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ პირველ სანქციებს მხარი დაუჭირა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

XS
SM
MD
LG