ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამომძიებლების საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე განიცადა, რაკეტამ ჩამოაგდო, რომელიც უკრაინაში რუსეთიდან შეიტანეს.

გამოძიების შედეგები დღეს ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭომ გამოქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ მალაიზიის ავიახაზების რეისი 17 რუსული წარმოების “ბუკის” ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო. რუსეთი ბრალდებას უარყოფს.

გამომძიებლების ინფორმაციით, საკმარისი სამხილი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ რაკეტის გასროლა “პრორუსული მებრძოლების მიერ კონტროლირებული” ტერიტორიიდან მოხდა.

რუსეთმა გამოძიების დასკვნის პასუხად განაცხადა, რომ რუსული რადარის მონაცემებით, აღნიშნული ტერიტორიიდან რაკეტის გასროლა არ მომხდარა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG