ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ კენეტ იალოვიცთან


Washigton And lee University
Washigton And lee University

"საქართველომ დემოკრატიისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა"

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის ხელშეწყობით ვაშინგტონში გაიმართა დისკუსია თემაზე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების- საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დემოკრატიული განვითარების ეტაპები, ამ პროცესში ამერიკის ჩართულობა და ბოლო 10 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი.

დისკუსია, ზომოხსენებულ ქვეყნებში ამერიკის ყოფილი ელჩების მიერ ერთობლივად დაწერილი ნაშრომის გადახედვას და ანალიზს გულისხმობდა. ნაშრომი აშშ-ის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტმა 2002 წელს გამოაქვეყნა. პუბლიკაცია, რომლის სახელწოდებაა "მიაქციეთ ყურადღება სამხრეთ კავკასიას", 1998-2001 წლებში აშშ-ის ელჩს საქართველოში კენეტ იალოვიცს, სომხეთში ამერიკის ყოფილ ელჩს (1993-1995) ჰენრი გილმორს და აზერბაიჯანში (1994-1997) დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს რიჩარდ კაუზლიარიჩს ეკუთვნის.

რა ამოცანები ჰქონდა აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება, რომელიც ამერიკამ ამ წლების მანძილზე გასწია, ამ ქვეყნების პროგრესი დემოკრატიული სახელმწიფოების შენების გზაზე, სამივე ქვეყანაში ჩატარებული ბოლო არჩევნების შედარება და ანალიზი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და 10 წლის მანძილზე სამხრეთ კავკასიის როლი გლობალურ და რეგიონულ დონეზე- ეს ის საკითხებია, რომლიც ორ საათიანი დისკუსიის მნძილზე განიხილებოდა.

დასაწყისში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა სომხეთში ჯონ ევანსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე თუ რა სტრატეგიულ ინტერესები ჰქონდა აშშ-ს 10 წლის წინ. მან გამოყო 4 მიმართულება რომლიც ვაშინგტონისთვის იმ დროს მნიშვნელობა ჰქონდა.
პირველი, ტერორიზმთან ბრძოლაში სამივე სახელმწიფოს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რომლიც ასისახა 11 სექტემბერს ამ ქვენების მიერ ამერიკისთვის საფრენი ზონის გახსნაში. ენერგო რესურსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მდებარეობა, გარეშე ძალების მიერ ინტერესთა სფეროს გადანაწილების მცდელობის შესუსტება და ბოლოს მასობრივი განადგურების იარაღის და ნარკოტიკების ტრანზიტის არ დაშვება. ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც აშშ-თვის ეს რეგიონი ინტერესს წარმოადგენდა.

საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის სახელმწიფოებმა ამ 10 წლის განმავლობაში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. თუმცა ელჩის, კენეტ იალოვიცის განცხადებით ამ სამ ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული შესაძლოა საქართველო ჩაითვალოს.

"ეს იყო სამაგალითო არჩევნები, იყო მცირე დარღვევები, თუმცა ამას შედეგზე გავლენის მოხდენა არანაირად არ შეეძლო. მოსახელობამ თავისუფალად გამოხატა საკუთარი ნება. ზედიზედ ორი თავისუფალი, დემოკრატული არჩევნების ჩატარება ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტების მიერ დამარცხების აღიარება, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ დემოკრატიისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა."

ბატონმა იალოვიცმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ ეტაპზე კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალად და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს, თუმცა უკვე პოზიტიურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ რიტორიკა ყოფილი მმართველი ძალის განადგურების შესახებ აღარ ისმის. პარლამენტის წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა. ეს ეხება როგორც კოალიცია"ქართული ოცნებას", ისე პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც". ის თუ როგორ წარიმართა საპრეზიდენტო კამპანია ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად ტოვებს დასძინა ბატონმა იალოვიცმა.

აქვე მან ისიც აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი და პარლამენტი ერთი კოალიციის ხელშია ადგილობრივი არჩევნებზე „ქართული ოცნების" გამარჯვება კვლავ ერთპარტიული მმართველობის საშიშროებას ქმნის, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებითვის არ არის დადებითი მოვლენა.

კიდევ ერთი საკითხი რაც ელჩმა გამოჰყო არის საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დასახელებული ირაკლი ღარიბაშვილის დამოუკიდებლობა:

"იმ ფონზე როდესაც სააკაშვილი და ივანიშვილი ტოვებენ თავიანთ თანამდებობეს, იმედს ვიტოვებ, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც კარგად ვიცნობ, როგორც საზოგადოებრივი მართვის ინსტიტუტის "ჯიპას" წარჩინებულ რექტორს და ასევე ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩანს რომ კარგი უნარების მქონე კანდიდატია, მიეცემათ დამოუკიდებლად მოქმედების, ლიდერობის შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება."

რაც შეეხება საქარველოს საგარეო ვექტორს, ნათელია რომ ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის წევრობის სურვილი ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ დააფიქსირა. ამ გზაზე ევროკავშირთან ურთიერთობა ყველზე პოზიტიური წინსვლაა. ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუმცა პოლიტიკურად ამ წუთას ევროკავშირთან შეთანხმებების გაფრომება უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ნატოს, ყველამ იცის რომ საქართველო ჯერ არ არის მზად ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, მიუხედავად ჩატატრბული დიდი სამუშაოსი, თუმცა აუცილებელია რომ საქართველოს ნათლად დაუსახონ გეგმა, რომლის შესაბამისადაც ის იმოქმედებს და დრო, თუ რამდენ ხანში უნდა ჰქონდეს საქართველოს გაწევრიანების იმედი. და იმ შემთხვევაში თუ ნატო თავის რიგებში არ აპირებს საქართველოს მიღებას ესეც არ უნდა დაუმალოს ქვეყანას. განცხადა იალოვიცმა.

ვარდების რევოლუციის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ საქარველოს სახელმწიფოსთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ეტაპი, ქვეყანაში გატარდა რეფორმები, რომელმაც გარკვეულწილად აღმოფხვრა კორუფცია, სახელმწფო ინსტიტუტების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ყველაფერს თავისი საფასური აქვს და ამ მხრივ იყო შეცდომები, იგულისმება დემოკრატული ფასეულობების, კანონის უზენაესობის მნიშვნელობებზე თვალის დახუჭვა. კიდევ ერთი პრობლემა იყო ის, რომ 10 წლის განმავლობაში მოსახლეობამ ეკონომიკური შვება ვერ იგრძნო, რაც დადასტურდა კიდევაც არჩევნებით.

"ახლა როდესაც პირველი ოქტობმბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ვეწვიე, ვიგრძენი რომ გარემო უფრო მშვიდი და სტაბილური იყო, მსგავსი შეგრძნება ყოველთვის არ მეუფლებოდა. ეს კარგია. მოსახლეობა ოპტიმისტურადაა განწყობილი. ევროკავშირი კარგია, მაგრამ მთავარი ხლა ეკონომიკური აღორძინებაა და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა. იმედია ახალი პრეზიდენტი და პრემირ მინისტრი ამას დიდ ყურადღებას დაუთმობენ. ჩემთვის ეკონომიკური სტაბილურობა და დემოკრატია ხელი-ხელ ჩაკიდებული ერთად უნდა ვითარდებოდეს."

და ბოლოს ბატონმა იალოვიცმა იმედი დაიტოვა, რომ ახალი მთავრობა კარგად გაუმკლავდება პრობლემებს, ვინაიდან საქართვლოს წარმატება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG