ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრეფიკერების დასაკავებლად ინტერპოლი დახმარებას ითხოვს


ინტერპოლმა საზოგადოებას დახმარება თხოვა მიგრანტების 11 ტრეფიკერის ძიების პროცესში.

საერთაშორისო პოლიციის ორგანიზაციამ, რომელიც საფრანგეთშია დაფუძნებული, რამდენიმე ქვეყანაში უკვე დააკავა 26 ადამიანი, რომლებიც მიგრანტების ტრეფიკინგში იყვნენ შემჩნეული. ინტერპოლის დირექტორმა მაიკლ ოკონელმა აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ქსელების მონაწილეებს ამ არალეგალური სერვისების ბენეფიციართა კეთილდღეობა არ აწუხებთ, ინტერპოლის მიზანია ამ ქსელის მუშაობის შეჩერება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად, ის ყველას, ვისაც ამ საკითხში დამატებითი ინფორმაცია აქვს, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მიგრანტების ტრეფიკინგში მონაწილე პირები ათასობით დოლარს იღებენ თითოეული ადამიანის ევროპაში გადასაყვანად. ინტერპოლის განცხადებით, ასეთია ერთერთი ალბანური ქსელი, რომელიც ადამიანებს 16 000 დოლარს ართმევს არალეგალულრად, გემით, საფრანგეთიდან ინგლისში გადასაყვანად.

XS
SM
MD
LG