ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალთა საერთაშორისო დღე შეერთებულ შტატებში აქციით “ერთი დღე ქალების გარეშე” და მსვლელობებით აღინიშნა.

ვინც სამსახური ვერ გააცდინა, ქალების უფლებებისთვის მებრძოლებს სოლიდარობა წითელი ფერის ტანსაცმლით გამოუცხადა. ქვეყნის მასშტაბით ათობით ქალაქში მსვლელობებში მონაწილეობა ათასობით ქალმა და კაცმა მიიღო.

მსგავსი მსვლელობა გაიმართა ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად. ამ აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი პროტესტს გამოხატავდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ.

ქალების უფლებების დასაცავად და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ქალების შეურაცმხყოფელი გამონათქვამების გასაპორტესტებლად ქალები პირველად ინაუგურაციის მომდევნო დღეს შეიკრიბნენ, მაშინ ვაშინგტონსა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩეშებში მილიონობით ქალი გამოვიდა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG