ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაცხოვრებლები შიშობენ, რომ მუსლიმებს და ბოდოს ტომს შორის დაპირისპირება მათ ქალაქზეც გავრცელდება

ინდოეთის ქალაქ ბანგალორს ათასობით მაცხოვრებელი ტოვებს. ამის მიზეზი შესაძლო შეტევის და ძალადობის დაწყების შესახებ გავრცელებული ხმებია. ხელისუფლებამ მატარებლებს ვაგონები დაამატა, რათა გადატვირთვა არ მოხდეს.

ხმები შესაძლო ძალადობის შესახებ სოციალური მედიით გავრცელდა. ივლისის ბოლოს ქალაქ ასამში ბენგალელ მულისმებსა და ბოდოს ტომს შორის შეტაკების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 400 ათასი დევნილი გახდა. ბანგალორში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დაპირისპირება შესაძლოა მათ ქალაქზეც გავრცელდეს.

XS
SM
MD
LG