ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში არჩევნებია


არაპირდაპირ არჩევნებში პარლამენტის და ასამბლეის 5 ათასამდე წევრი იღებს მონაწილეობას

ინდოეთის კანონმდებლები დღეს ქვეყნის მე-13 პრეზიდენტს ირჩევენ. არაპირდაპირ არჩევნებში პარლამენტის და ასამბლეის 5 ათასამდე წევრი იღებს მონაწილეობას. ინდოეთი პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევს და ეს პოსტი ქვეყნის მართვაში მხოლოდ სიმბოლურია.

ყოფილ ფინანსთა მინისტრს, პრანაბ მუხერჯის, რომელიც მმართველი პარტიის -გაერთიანებული პროგრესული ალიანსის- ლიდერია, ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციის კანდიდატი, პურნო სანგმა მას პოპულარობით ბევრად ჩამორჩება. საბოლოო შედეგი კვირას გამოცხადდება, ამჟამინდელი პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე სულ სამი დღით ადრე.
XS
SM
MD
LG