ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება


დღეს, 4 ივლისს ამერიკაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

დღევანდელი დღე ბრიტანული მმართველობისგან 237-ე წლისთავს და დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაბადებას ზეიმობს.

ამერიკელები ამ დღესასწაულს ტრადიციულად აღლუმებით, პიკნიკებით, ფეიერვერკებითა და კონცერტებით ხვდებიან. დეკორაციებში ამერიკის დროშის ფერები-წითელი, თეთრი და ლურჯი ჭარბობს.

ნიუ იორკში, თავისუფლების ქანდაკება-რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის უივერსალური სიმბოლოა-ქარიშხალ "კატრინას" შემდეგ პირველად მიიღებს სტუმრებს. ქანდაკება სტიქიას არ დაუზიანებია, თუმცა განადგურდა პატარა კუნძული, სადაც ის არის აღმართული.

ვაშინგტონში ტრადიციულად, ყოველწლიური სანახაობა და კონცერტი ეროვნულ მოლზე გაიმართება. საზეიმო კონცერტში ბევრი ცნობილი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. კაპიტოლიუმის საფეხურებზე კი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი-ჯონ უილიამსი უხელმძღვანელებს. ორკესტრი ცნობილ კომპოზიციას შეასრულებს ოსკაროსანი კინო-ფილმიდან "ლინკოლნი." ეს კომპოზიცია სწორედ ჯონ უილიამსს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG