ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის ხელშია იმიგრაციის შეზღუდვის განკარგულების ბედი?


დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება

მე-9 სააპელაციო სასამართლო, რომელიც იმიგრაციის საკითხებზე დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულების ბედს გადაწყვეტს, სამი მოსამართლისგან შედგება. მათ შორის მხოლოდ ერთია რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიერ დანიშნული. ეს არის ზომიერად კონსერვატორი მოსამართლე რიჩარდ კლიფტონი, რომელიც ჯორჯ ბუშ უმცროსმა 2001 წელს წარადგინა და ის მოვალეობის შესრულებას 2002 წლიდან შეუდგა.

დანარჩენი ორი ზომიერ ლიბერალად ითვლება და დემოკრატი პრეზიდენტების შერჩეულია. ყველაზე ხანდაზმული, 85 წლის უილიამ კენბი დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა წარადგინა. ის სენატმა 1980 წელს დაამტკიცა. 44 წლის მიშელ ფრიდლენდი დემოკრატი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წარდგენილია. ის მთელი ამერიკის სააპელაციო სასამართლოების მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა მოსამართლეა.

XS
SM
MD
LG